ტელეკომპანია "ფორმულა" და მისი მესვეურები საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურნენ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალი სარჩელის შეტანას.
"ფორმულას" გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე ტელეკომპანიაზე შეტევას ე"დისონ რისერჩის" ბოლო კვლევას უკავშირებს, რომლის თანახმადაც "ქართული ოცნება" 43%-იან ბარიერს ვერ ლახავს.
"ორშაბათს "ფორმულას" ეთერში გავიდა კომპანია "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები, რომელშიც მაყურებელმა დაინახა, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, ვერ ახერხებს 43%-იანი ბარიერის გადალახვას. და სწორედ ეს გახდა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იმისა რომ ხელისუფლებას დაჩქარებული ტემპით მიეტანა შეტევა ფორმულასა და მის დამფუძნებელზე. ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია კომპანია "ედისონ რისერჩის" წარმომადგენელთან რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, დღეს ან ხვალ, ამ კომპანიაში, ნიშნავს დროებითი მმართველი ან სხვა ტიპის ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლის კვლევების გამოქვეყნებას, ეს ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში... მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, რომ გაატარონ ყველანაირი პრევენციული ზომა იმისათვის რომ არ მოხდეს ზეწოლა ეგზიტპოლების ჩამტარებელ კომპანიაზე", - ამბობს გუმბარიძე.
შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს.