ნარკოტიკების ბრუნვა ქვეყნისთვის უდიდესი საფრთხეა, მაგრამ სახელმწიფომ დაავადებული ადამიანები არ უნდა მიატოვოს.
ამის შესახებ შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სანდრო ურუშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტროს 2011 წლის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა.
"მართალია ნარკოდანაშაული მძიმე კრიმინალია და ნარკოტიკების ბრუნვა ქვეყნისთვის უდიდესი საფრთხეა, მაგრამ სახელმწიფომ დაავადებული ადამიანები არ უნდა მიატოვოს", - აღნიშნა ურუშაძემ.
მისიტრის ინფორმაციით, მომავალ წელს "ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა" გაგრძელდება, რაც ნარკომანების საზოგადოებაში დაბრუნებას შეუწყობს ხელს.