ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია მშვიდობიანი გარემო, - ასე უპასუხა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
დეგნანი ამბობს, რომ არ სურს სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მოჰყვეს სააკაშვილის დაბრუნებას. მისივე თქმით, ყველანი თანხმდებიან, რომ აუცილებელია მშვიდობიანი გარემო.
"არ მინდა სპეკულირება, რას იზამს ან რას არ იზამს სააკაშვილი. ამაზე გაკეთდა ბევრი კომენტარი, მათ შორის სააკაშვილის მხრიდან. ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ის, რაც საქართველოს სჭირდება, არის მშვიდი, მშვიდობიანი გარემო და არა პოლიტიკური არასტაბილურობა ან ძალადობა. ეს არის ის, რაშიც ყველამ წვლილი უნდა შეიტანოს. იმედია, ეს არის ის, რასაც დავინახავთ ხვალ და არჩევნების შემდეგ დღეებში", - განაცხადა დეგნანმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება არჩვენების დღეს, 2 ოქტომბერს დააანონსა.