სააკაშვილი ციხეში იგივეა, ბალიშის ქვეშ გახსნილი "ლიმონკით" დაიძინო, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
სანიკიძის თქმით, ორ კაცს უნდა სააკაშვილის ციხეში ჩასმა - ვლადიმირ პუტინს და ამხანაგ ბიძინა ივანიშვილს.
"სააკაშვილი ციხეში იგივეა, ღამე, ძილის წინ ბალიშის ქვეშ ამოიდო გახსნილი "ლიმონკა" და ისე დაიძინო. კიდევ ერთი ძალიან სერიოზული ფაქტორი - ახლა ენის მოჩლექის დრო არ არის - დასავლეთისთვისაც დიდი გამოცდა იქნება - როგორ მოხდა, რომ რეფორმატორი სააკაშვილი ბანდიტმა ბიძინამ დაიჭირა. ორ კაცს უნდა სააკაშვილის ციხეში ჩასმა - ვლადიმირ პუტინს და ამხანაგ ბიძინა ივანიშვილს", - თქვა სანიკიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნება 2 ოქტომბრის საღამოსთვის დაანონსა.