სააკაშვილი მსჯავრდებული არის უმძიმეს დანაშაულებზე, როგორიც არის, მაგალითად გირგვლიანის საქმე, ვალერი გელაშვილის მკვლელობის მცდელობა, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "არჩევნები 2021" განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ასეთ დანაშაულებში მხილებული ადამიანის ადგილი ციხეშია.
"ჩამოვიდეს ნებისმიერი კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, დამიჯდეს და თქვას, რომ ეს ადამიანი არ უნდა შევიდეს ციხეში. ჩემი პასუხი იქნება მარტივი: ყველა, ვინც ასეთ დანაშაულში არის მხილებული და მსჯავრდებული, მათი ადგილი არის ციხე. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ეს ადამიანი. მით უმეტეს, პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ. მმართველი ისეთივე მოქალაქეა, როგორც სხვა დანარჩენი და კანონის უზენაესობა ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს", - განაცხადა პრემიერმა.