ფინანსთა სამინისტროში ახალი ცხელი ხაზი ამოქმედდება.
შესაბამისი დავალება ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა გილაურმა მისცა.
მისი განმარტებით, აუცილებელია აღნიშნულ უწყებაში ფუნქციონირებდეს ერთი კონკრეტული ცხელი ხაზი, რომელიც კერძო სექტორის "პრეტენზიებს განიხილავს".
"თუ საბაჟო ან საგადასახადო დეპარტამენტები არასწორად მოიქცევიან და რაიმე ინცინდენტს ექნება ადგილი ამის შესახებ აუცილებელია ფინანსთა სმაინისტრომ და საგამოძიებო დეპარტამენტმა იცოდეს. ამიტომაც ვთხოვ ფინანსთა სამინისტროს შეიქმნას უწყებაში ცხელი ხაზი, რომელიც კონკრეტულად კერძო სექტორის პრეტენზიებს განიხილავს" - განაცხადა გილაურმა.
სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო. მინისტრთა კაბინეტს 42 საკითხი აქვს განსახილველი.