აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა გაიკეთა და ამით პირველი რევაქცინირებული ამერიკელი გახდა.
გასულ კვირას შეერთებულ შტატებში Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა დამტკიცდა 65 წელს ზევით პირებისა და სხვადასხვა რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისათვის.
"ვიცი, რომ ასაკი არ მეტყობა, მაგრამ უკვე 65 წელზე მეტის ვარ... ამიტომ დღეს ვიღებ ჩემს ბუსტერ დოზას", - თქვა ბაიდენმა.
მისი თქმით, აშშ-ის პირველი ლედი მესამე დოზას მოგვიანებით გაიკეთებს.
ბაიდენმა, რომელიც 78 წლისაა, Pfizer-ის ორი დოზა დეკემბერსა და იანვარში გაიკეთა.