ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ორგანიზაცია "ტრანსფარენს ინტერნეიშენალის" კვლევას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში კორუფციის დონე შემცირებულია მნიშვნელოვანს უწოდებს.
"შეფასება ძალიან დადებითია და მასში ცალსახადაა ნათქვამი, რომ საქართველოში კორუფციის დონე საკმაოდ დაბალია. ეს პირველ რიგში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად არის ძალიან მნიშვნელოვანი" - განმარტა პოლოლიკაშვილმა.
მისივე თქმით, ინვესტიციების მოსაზიდად პირველი კრიტერიუმი სწორედ კორუფციის დონის მინიმუმამდე დაყვანაა. შეგახსენებთ რომ აღნიშნული ორგანიზაციის კვლევის თანახმად, დსთ-ს ყოფილ ქვეყნებს შორის კორუფციის ყველაზე დაბალი დონე საქართველოშია.