თალიბებმა სამხრეთ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მოდური ვარცხნილობები და წვერის გაპარსვა აკრძალეს.
ისლამური ირიენტაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქალაქ ლაშქარგაჰში მამაკაცთა სალონების თანამშრომლებს გააფრთხილეს, რომ მომხმარებლებს არ გაუკეთონ ლამაზი ვარცხნილობები და არ გაპარსონ წვერი. ამასთან საპარიკმახეროებში იკრძალება მუსიკის გაჟღერებაც.
მანამდე, "თალიბანმა" გააუქმა ქალების საქმეთა სამინისტრო და ის ისლამური ორიენტაციის სამინისტროთი ჩაანაცვლა.