ერთი პაპაჩემის მამა, იასონა ადგება საფლავიდან და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საარჩევნოდ, აგერ მე და აგერ თქვენ, გამორიცხულია ეგ ამბავი, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "აქტუალური შაბათი - მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.
ელისაშვილის განცხადებით, სააკაშვილს გამბედაობა არ ეყოფა ჩამოსასვლელად.
"მაგას მაგდენი გამბედაობა არ ეყოფა და მაგხელა რისკზეც ვერ წავა. ტონი როგორ დაარბილა, ხომ ნახეთ?! თავიდან, რომ გამოვიდა და მეთვრამეტედ თქვა, ჩამოვალო, გუშინ თქვა, თქვენც რაღაც ქენით, კაცო, მარტო მე კი ნუ შემომყურებთო", - განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრი თვითთმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნება დაანონსა, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.