პორტუგალია 1-ლი ოქტომბრიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ თითქმის ყველა შეზღუდვას აუქმებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა.
მისი თქმით, პორტუგალია ახლა უკვე გადადის იმ ფაზაში, სადაც ბევრი რამ მოქალაქეთა ინდივიდუალურ და კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე იქნება დამოკიდებული.
"ვინაიდან კანონით დაწესებული ყველა შეზღუდვა გაუქმდება, პორტუგალია გადავა ახალ ფაზაში, რომელიც ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობას ეფუძნება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა", - განაცხადა კოშტამ.
1-ლი ოქტომბრიდან პორტუგალიაში იმოქმედებს სხვადასხვა ტიპის დაწესებულებასა და ტრანსპორტში ნიღბის ტარების ვალდებულება. კერძოდ, ნიღაბი კვლავ სავალდებულო იქნება მუნიციპალურ ტრანსპორტში, დიდ სავაჭრო ობიექტებში, საავადმყოფოებსა და მოვლის დაწესებულებებში.
პორტუგალიაში 8.5 მილიონი ადამიანია სრულად ვაქცინირებული, რაც მთლიანი მოსახლეობის 83.4% -ს შეადგენს.
1-ლი ოქტომბრიდან განახლდება ქვეყანაში არსებული ღამის კლუბები და ბარები, რომლებიც დაკეტილია 2020 წლის მარტიდან, მაგრამ ვიზიტორებს კოვიდსერტიფიკატების ან უარყოფითი ტესტის წარდგენა მოუწევთ.