ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთს კვლავ მოუწოდა დნესტრისპირეთიდან ჯარების გაყვანისკენ.
დაახლოებით 1 400 რუსი სამხედრო მოსამსახურე ჯერ კიდევ დგას სეპარატისტულ დნესტრისპირეთში, რომელმაც 1990 წელს მოლდოვასგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
"მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი პოზიცია რუსული ჯარების [დნესტრისპირეთიდან] სრული და უპირობო გაყვანის შესახებ უცვლელი რჩება,” - თქვა სანდუმ.
მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედროების გაყვანასთან ერთად, უნდა მოხდეს საწყობებში შენახული საბრძოლო მასალების ამოღება და განადგურება, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებასა და გარემოს.
"ველით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას ამ მიზნის მისაღწევად", - დასძინა სანდუმ.