კახა კალაძე - 57.9%, ნიკა მელია - 27.8%, გიორგი გახარია - 5.3% - ასეთია „ქართული ოცნების“ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგების მიხედვით თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგები.
კვლევის შედეგები კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა წარადგინა.
მისი განცხადებით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი გახლავთ 3 %.
კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას", პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
კახა კალაძე (ქართული ოცნება) 57,9%
ნიკანორ მელია (ნაციონალური მოძრაობა) 27,8%
გიორგი გახარია (საქართველოსთვის) 5,3%
ანა ბიბილაშვილი (ლელო) 2,5%
გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) 2,1%
ანა დოლიძე (ხალხისთვის) 1,6%
თამარ კეკენაძე (მესამე ძალა) 0,6%
მიხეილ ქუმსიშვილი (ლეიბორისტული პარტია) 0,5%
სხვა კანდიდატები 1,7%