ზოგიერთი შეიძლება ვიღაცის შეკვეთით მოქმედებდა, მე ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, მაგრამ მედიაციის ის პლატფორმა, რომელიც ჩვენ თან ერთად ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ მაინც სასურველ შედეგებს დადებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ენკას“ მიერ საქართველოსთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
„ეს წინასწარი შეტყობინება, შეიძლება ვცდები, მაგრამ არ მგონია საბოლოო გადაწყევტილების ისეთი საფუძველი, რომელიც საქართველოს ინტერესებში არ ჯდება. მედიაციის შედეგებზე დაყრდნობით უნდა ვიმსჯელო. როგორც მე ვიცი, ამ წუთის მონაცემებით, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Enka Renewables-მა საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ნამახვანჰესი" აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელმა კომპანიამ ENKA İNŞAAT-მა განაცხადა.
კომპანიის განცხადებით, ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი გახდა.
"Enka Renewables-მა გადაწყვიტა, შეწყვიტოს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასთან, ნამახვანის კასკადის პროექტის შემუშავების, მშენებლობის, საკუთრებისა და ექსპლუატაციის შესახებ, საქართველოს 2019 წლის 25 აპრილის კონტრაქტის ხანგრძლივად დარღვევის და ფორსმაჟორული სიტუაციის გამო", - აღნიშნულია განცხადებაში.