„საქართველო იმ წინასაარჩენო პრეცედენტებით, რომელიც სტანდარტად იქცა ჩვენი ქვეყნისთვის, რაღაც განუვითარებელი ქვეყნის იმიჯს იძენს", განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დმანისში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით.
მისი განმარტებით, თუ ვინმეს ეს ნორმალური ჰგონია, ვერ დაეთანხმება.
"მაგალითად, ჩვენი კანდიდატი 8 საათი იყო გატაცებული, რომ განცხადება დაეწერა. ეს ვინმეს ნორმალური თუ ჰგონია, ვერ დავეთანხმები. გვინდა ევროპა? გვინდა დასავლეთი? ამისთვის აუცილებელია ნორმალური საარჩევნო გარემო. მოდის მშვიდად ადამიანი არჩევნებზე, მშვიდად ტარდება საარჩევნო კამპანია, ყველას აქვს კომუნიკაცია საკუთარ ამომრჩევლებთან, ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვის ანდობს ქვეყნის მართვას. ნუთუ ასეთი რთულია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ 30 წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ?! ამიტომ 2 ოქტომბერს მათ შორის ამის ტესტია“,-განაცხადა ვაშაძემ.