ესენი მუშაობენ რუსულ უშიშროებაზე. ახლა იცით რა დარჩა? სად არის ჩვენი გადარჩენა? ესენი ვერ აბარებენ ქვეყანას, - განაცხადა "კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ხალხმა ხმა "ქართულ ოცნებას" და მის ფეიკს არ მისცეს.
"ფეიკში ვგულისხმობ ყოველთვის იმას, ვინც უახლეს წარსულში გააკეთა 20 ივნისი და არ არის დაკავებული და პასუხი არ უგია. ის ძალაუნებურად, მე სამართლებრივად ვსაუბრობ, მითხარით როგორ არის და ვინ არის, რომ პასუხი ვერ აგებინეს. ან გამოვიდეს და თქვას, ვინ აიძულა ეს უბედურება მომხდარიყო, თუ არა, მაშინ ფეიკია. მე ვამბობ ობიექტურად, კანონით და სამართლით. ვერ ამბობ, ეს არის დანაშაულის დაფარვა და ეს დანაშაულია, თუ არადა ესე იგი შენ გააკეთე, სხვა მესამე ვარიანტი თუ არის მითხარით. ამის შემდეგ მას აწინაურებენ, შინაგან საქმეთა მინისტრი ხდება პირველი პირი, იმის იქით ჩვენს ქვეყანაში თანამდებობა არ არის. მითხარით პირველი პირი რო ხარ და თუ ვერაფერი ვერ გააკეთე იმიტომ რომ ვინმესი გეშინოდა, აი, ახლა რომ იქნები 7% თუ 8%, მითხარი რისი მაქნისი იქნები", - თქვა ჩარკვიანმა.