„გულწრფელ უთანხმოებას კი არ აქვს ადგილი, თუნდაც მნიშვნელოვან საკითხებზე, უბრალოდ ერთმანეთში დაპირისპირებაა პერსონალური და ამ დაპირისპირებისას არც პოლიტიკურ ღირებულებებს აქვს მნიშვნელობა, არც ქვეყნის მომავალზე რამე ხედვას, უბრალოდ ცილისწამებისა და სიბინძურის ნიაღვარს, ამ ჭაობში უნდა რომ ჩაგვაფლოს და ამიტომ უნდა დავამარცხოთ მთლიანად ეგ რეჟიმი ამ არჩევნებზე მისვლით“, - ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ღარიბაშვილსა და გახარიას შორის დაპირისპირებას.
„ეს ურთიერთობა დღევანდელი ივანიშვილის გარემოცვისა, ამ რეჟიმის, გახარიასი, რომელიც იმავე რეჟიმის პროდუქტია, ერთმანეთთან არის დასტური იმ გახრწნის, რასაც უქადის ივანიშვილის რეჟიმი მთელ ქვეყანას. მოსულა გუშინ, რასაც ეძახდი ადამიანზე დღეს გადათქვა და თან უთხრა პირდაპირ ხალხს რომ გუშინ გატყუებდითო. ამ ნიაღვარით გადაფარო, ცილისწამება იქნება ერთმანეთზე თუ სიმართლე და დაამკვიდრო უზნეობა, როგორც სტანდარტი. ამის მაგალითი არის ღარიბაშვილსა და გახარიას შორის აზრების ურთიერთგაცვლა. იმ ამბავზე, რომელზეც წინ გადაეფარნენ, რომლის თანამონაწილეებიც იყვნენ ყველანი, დღეს ამხელს. ეს ამხელს იმათ უკანა რიცხვით, რომ მაშინ გატყუებდით, როცა გეუბნებოდით რომ თანაგუნდელები იყვნენ. რამე გულწრფელ უთანხმოებას კი არ აქვს ადგილი, თუნდაც მნიშვნელოვან საკითხებზე, უბრალოდ ერთმანეთში დაპირისპირებაა პერსონალური და ამ დაპირისპირებისას არც პოლიტიკურ ღირებულებებს აქვს მნიშვნელობა, არც ქვეყნის მომავალზე რამე ხედვას, უბრალოდ ცილისწამებისა და სიბინძურის ნიაღვარს, ამ ჭაობში უნდა რომ ჩაგვაფლოს და ამიტომ უნდა დავამარცხოთ მთლიანად ეგ რეჟიმი ამ არჩევნებზე მისვლით, ეგ არის “ევროპული საქართველოს” ამოცანა.
არაფერი სათქმელი ამ რეჟიმს და ამ კაცს გარდა იმ გზავნილისა რომ ჩვენ ასე ვაპირებთ, რომ ამ ჭაობში ჩაგახრჩოთ, პუტინისტურ ჭაობში და ჩვენ ვიყოთ, მე ვიყო ძალაუფლებაში, არ აქვთ და ამისთვის იყენებს ყველა ამ მეთოდს. ამ ყველაფერს პასუხი გაეცემა ამ არჩევნებზე, როდესაც და თუ მოქალაქეები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა ბოკერიამ
შეგახსენებთ, რომ გახარიასა და ღარიბაშვილის შორის მიმდინარე დაპირისპირების პარალელურად, ხელისუფლებამ სისხლიან ბანერებზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ფოტოც გამოსახა.