ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას სჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავს.
მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ბიზნესმენების დატერორით არის დაკავებული.
"დავიწყოთ იქიდან, რომ მე ნამდვილად არ მჯერა, რომ სააკაშვილი გაბედავს და ჩამოვა.
ნახეთ, 7 არჩევნები ჩავატარეთ, 7 არჩევნებში მოვუგეთ მის ამ ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ძალას და ამას წინათ დათვალეს, 16-ჯერ აქვს ადამიანს ნათქვამი თუ დამუქრებული ბრჭყალებში, რომ ჩამოვალ, ჩამოვალ და ა.შ, მაგრამ არ ჩამოდის.
ახლაც, რა თქმა უნდა ალბათ იმ მოტივით, რომ ჯერ ერთი ვიცი, რომ ყურადღებას აღარ აქცევს თავის პარტიას, არც დაფინანსებას უგზავნის, არც არაფერს. სამ სახლს იშენებს უკრაინაში და ბიზნესმენების დატერორებით არის დაკავებული. ზუსტი ინფორმაცია მაქვს ჩვენი მეგობრებისგან.
ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ ესა თუ ის ბიზნესმენი უკვეთავს სააკაშვილს კრიტიკას, ეს იღებს ამ კონკრეტული დავალების შესრულებაში კონკრეტულ გასამრჯელოს და ასე ცხოვრობს ეს ადამიანი, ეს ჩვეულებრივი მავნებელი ადამიანი.
მეორე მხრივ კითხვას რომ გავყვეთ - ჩამოვა თუ არ ჩამოვა? ჩამოვიდეს, ძალიან მინდა, რომ ჩამოვიდეს და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდებთ, დავაწყნარებთ მას, იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როცა გამოვკეტავთ ციხეში ამ ადამიანს," - განაცხადა პრემიერმა.