არჩევნების შემდეგ იქნება სხდომა და პარლამენტი მიიღებს ნიკა მელიას დეპუტატობის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს კომიტეტი განიხილავს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. იცით, რომ ეს ფორმალური ნაწილია, რომელიც ავალდებულებს კომიტეტს, რომ განიხილოს ეს საკითხი. საბოლოო ჯამში ეს გახლავთ პარლამენტის გადასაწყვეტი და ვნახოთ. იცით, რომ არჩევნებამდე არ ვაპირებთ შეკრებას, იქნება შემდეგ სხდომა და პარლამენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დღეს განიხილავს.
ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.