ლალი მოროშკინამ კრეატიული ჯგუფი "მოროშკინა და პარტნიორი" ჩამოაყალიბა. როგორც მოროშკინამ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, პრეზენტაცია დღეს, საკუთარ დაბადების დღეს, "ვარდების ბაღში" გაიმართება.
"დღეს 40 წლის გავხდი. გადავწყვიტე, ჩემი ახლადჩამოყალიბებული ჯგუფის პრეზენტაცია ჩემი დაბადების დღისთვის დამემთხვია", - განუცხადა მოროშკინამ "ჯი-ეიჩ-ენს" და აქვე განმარტა, რომ პრეზენტაციის შემდეგ ის ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციასაც გამართავს.
ამასთან, მისი თქმით, კრეატიული ჯგუფი საახალწლო, საშობაო და სხვა ტიპის საღამოების მოწყობაზე, ასევე პრესტიჟული ქორწილების ორგანიზებაზე იმუშავებს.