ვერაზე სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა.
20 წლის ნიკა კვარაცხელიას, რომელიც ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს დაჭრეს, ჭრილობები გულმ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
შემთხვევა ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ნიკოლოზ კვარაცხელიასა და უცნობს შორის მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.