ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ საფრთხე, რომელიც ივანიშვილის რეჟიმისგან მოდის ქვეყნის, მედიის, ხალხის წინააღმდეგ, მზარდია.
“ის, რაც ვიხილეთ, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, როგორ სახიფათო ძალად იქცა ივანიშვილის მიერ შექმნილი მართველი პარტია იმ ისტერიულ მდგომარეობაში, რომელშიც ისინი არიან, იმისდა მიუხედავად, უშუალოდ როგორ მოხდა ოპერატორის ჩამოვარდნა კიბიდან თუ მეორე სართულიდან. ის, რაც ვიხილეთ: ფიზიკური აგრესია, ზოგადად უაგრესიულესი დამოკიდებულება და ფიზიკური ძალის გამოყენება, ივანიშვილის რეჟიმი ყოველ დღე გვიმტკიცებს, რომ იქცა ძალად, რომლისგან მომდინარე საფრთხეც ქვეყნის, მედიის და მოქალაქეების წინააღმდეგ მზარდია”, - თქვა გიგა ბოკერიამ.