ირანმა, ერთი ბირთვული ქობინის შესაქმნელად საკმარისი მასალა, შესაძლოა, უკვე ერთ თვეში მიიღოს - იუწყება The New York Times.
გამოცემის ცნობით, ირანი ბირთვული იარაღის მოპოვებასთან ასე ახლოს 2015 წლის შემდეგ არ ყოფილა, როდესაც ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმა შეთანხმდა. ასეთ შეფასებებს შეიცავს ანგარიში, რომელიც უსაფრთხოების საერთაშორისო ინსტიტუტმა მოამზადა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მასალის საკმარისი რაოდენობა, რომელიც მეორე ბომბის შესაქმნელად არის საჭირო, ირანმა, შესაძლოა, სამ თვეში, მესამე კი - ოთხ-ხუთ თვეში მიიღოს.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ირანის ხელისუფლება არაერთგზის აცხადებდა, რომ არ სურთ ბირთვული იარაღის შექმნა და რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან ხასიათს ატარებს.
ბაიდენის ადმინისტრაციას ანგარიშის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ცოტა ხნის წინ, თეირანში ვიზიტად მყოფმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ ირანის ხელისუფლებასთან გააფორმა დროებითი შეთანხმება, რომლის თანახმად, სააგენტოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ ირანის ბირთვულ ობიეტქებზე მონიტორინგის მოწყობილობები დააყენონ.