საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს "უფასო რჩევას" აძლევს.
"მოვუწოდებ პარტიებს, მეტად დაინტერესდნენ ხალხის პრობლემებით. გამოვიდნენ მათთან. ვიცი, რომ შორსაა, მაგალითად, სოფელი შამგონა, ვიცი, რომ თბილად ჯდომა და ტელესტუდიებში მისვლა ჯობს, ვიცი რომ ყველგან კარგი გზა ჯერ არ არის, მაგრამ ყველგან ვაგებთ გზებს, ვქმნით ყველანაირ პირობას - დაელაპარაკეთ ხალხს, ხალხის ენით, ხალხის სახელით. ეს ჩემი უფასო რჩევა იქნება პოლიტიკური ოპონენტებისთვის", - განაცხადა სამეგრელოში, სოფელ შამგონაში მყოფმა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ შამგონაში მიხეილ სააკაშვილმა სოფლის განახლებული სკოლა დაათვალიერა და ორი წარჩინებული მოსწავლე დააჯილდოვა.