საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების დაწყებას მიესალმება და აცხადებს, რომ უმცირესობამ "როგორც იქნა, ულტიმატუმების გარეშე საუბარი ისწავლა".
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. როგორც იქნა, ვისწავლეთ ერთმანეთთან დაჯდომა და ლაპარაკი. ვისწავლეთ ულტიმატუმების ყვირილის და ისტერიის გარეშე საუბარი", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი განმარტებით, "ყველა ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ყველამ უნდა ვისწავლოთ ცვივილიზებულად ლაპარაკი, ერთ მაგიდასთან დაჯდომა და ერთმანეთის მოსმენა".
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე მოლაპარაკებები გუშინ დაიწყო.