ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ, ლეიბორისტებმა გაიმარჯვეს, მოიპოვეს რა მანდატების უმრავლესობა.
ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა და კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ერნა სოლბერმგა აღიარა არჩევნებში მარცხი და მეტოქეს, შრომის პარტიის ლიდერს იუნას გარ სტორეს გამარჯვება მიულოცა.
"კონსერვატიული მთავრობის მუშაობა ამ დროისთვის დასრულებულია", - თქვა ერნა სოლბერგმა, რომელიც ნორვეგიას ორი ვადით, 2013 წლიდან განაგებდა.
წინასწარი შედეგების თანახმად, შრომის პარტია მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას შეძლებს, თუმცა არ არის გამორიცხული კოალიციის ფორმირებისთვის მოკავშირე პარტიებთან კონსულტაციების გამართვა გახდეს საჭირო.
ნორვეგიის მომავალი პრემიერ-მინისტრი დიდი ალბთობით იუნას გარ სტორე იქნება.
იუნას გარ სტორე ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2005-2012 წლებში, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ნატოს ამჟამინდელ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ეკავა