სააკაშვილი უნდა შემოვიდეს იმ სამართლებრივი დაცულობით გამაგრებული, რასაც ჰქვია ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი, სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება, - ამბობს პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს ყველაფერი უნდა ეს უნდა გააკეთონ დასავლურმა ინსტიტუციებმაა, რომ „ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის სამარცხვინიდ პუტინის ხელისუფლებას საჯიჯგნად არ მივცეთ“.
„ამაზე დიდი იარაღი არ არსებობს. დავხვდებით, მაგრამ მანამდე ჩვენ ვმუშაობთ ამ მოძრაობის სახელით. ვებერთელა წერილი სამართლებრივად მუშავდება, რომ გამოყენებულ იქნას ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, ეს გახლავთ სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება. თუკი სასამართლოში კლანია, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო საამართლიანი ვერ არის. ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც შეიძლება, სამართლებრივი რეფორმები ვერ გააკეთა, მაგრამ სახელმწიფო ააშენა, მივცეთ სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება. წერილი, რომელიც გამზადდება, მიეწოდება დასავლურ ინსტიტუციებს, დიპლომატთა კორპუსს, საელჩოებს, რათა მათ ნახონ, რომ შეიქმნა მოძრაობა, რომელშიც ამდენი ადამიანი გაწევრიანდა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.