უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს მხოლოდ ერთი პირობით შეხვდეს, თუ შეხვედრის მთავარი საკითხი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები იქნება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა.
"უკრაინის პრეზიდენტს ნამდვილად აქვს სურვილი, შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე ნეიტრალურ ტერიტორიაზე, არა რუსეთში ან უკრაინაში. თუმცა აუცილებელია, რომ ამ შეხვედრაზე დადგეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის საკითხი. ამიტომ შეხვედრასთნ დაკავშირებით საუბარი და კონაქტები გარკვეულ დონეზე ნამდვილად არის მხარდაჭერილი, მაგრამ აუცილებლია მივაღწიოთ იმას, რომ ეს უმთავრესი საკითხი დღის წერიგის თემა გახდეს, რაც რა თქმა უნდა რუსეთის ფედერაციას არ სურს", - განაცხადა ნიკიფოროვმა ტელეარხ „დომის“ეთრში.
მისი თქმით, ამ შეხვედრას ეწინააღმდგება თავად რუსეთი, რადგან არ აპირებს ყირიმის საკითხის განხილვას.
"მაშ, რა საჭიროა შეხვედრა? შევხვდეთ და რაზე ვიმსჯელოთ? რომელი თემაა იმაზე უფრო მნიშვნელოვანი რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში, ვიდრე რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია?", - დასძინა ნიკიფოროვმა.