პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე დღეს შსს-ში დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება 30 აგვისტოს მის სოციალურ ქსელზე განხორციელებულ კიბერშეტევას.
ანა დოლიძის თქმით, ის უნდობლობას უცხადებს გენერალურ პროკურატურას და დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
დოლიძის მოთხოვნაა მისი გამოკითხვა საჯაროდ მოხდეს.