საქართველოში კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 427 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 58 პაციენტი.
stopcov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 151 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 693, „პისიარ“ ტესტით – 16 458.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,79%, ბოლო 14 დღის – 8,48%, ბოლო შვიდი დღის – 7,69%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 572 948 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 531 764 გამოჯანმრთელდა, 8 035 კი, გარდაიცვალა.