პუტინთან საუბრისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დავადასტურე, - აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელმაც მანამდე რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
შარლ მიშელის განცხადებით, პუტინთან საუბრისას ავღანეთში განვითარებული მოვლენებიც განიხილა.
"პრეზიდენტ პუტინთან ერთად ავღანეთში ბოლოდროინდელი მოვლენები და უფრო ფართო რეგიონზე მათი გავლენა განვიხილეთ. ევროკავშირი და რუსეთი რეგიონის სტაბილურობის ინტერესს იზიარებენ. ჰუმანიტარული კატასტროფის პრევენცია, ტერორიზმთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა, მათ შორის ქალების, გოგონებისა და უმცირესობების უფლებები - პრიორიტეტია. უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დავადასტურე. ასევე ვისაუბრეთ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებზე", - განაცხადა შარლ მიშელმა.