ანტითალიბანური მოძრაობა "ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი" საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიაროს "თალიბანის" მიერ გამოცხადებული დროებითი მთავრობა.
ავღანეთის დროებითი მთავრობა, რომელიც მთლიანად "თალიბანის" ლიდერებისა და მათი თანამოაზრეებისგან შედგება, შეერთებულმა შტატებმაც დაგმო.
ფანჯშირის ხეობაში გამაგრებულმა "თალიბანის" მოწინააღმდეგეთა ძალებმა განაცხადეს, რომ დროებით მთავრობა "უკანონოა" და მისი გამოცხადენა ავღანელი ხალხის მიმართ მტრულ ნაბიჯად აღიქმება.
წინააღმდეგობის ფრონტი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ ავღანელ ხალხის ბრძოლას ოკუპაციასა და ტერორიზმთან.
"თალიბანი" დაჟინებით ირწმუნება, რომ ფანჯშირის ხეობაზე კონტროლი დაამყარა, თუმცა ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი უარყოფს ინფორმაციას და აცხადებს, რომ კვლავ იბრძვიან საშობლოს გადასარჩენად.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ავღანეთის დროებით მთავრობას უხელმძღვანელებს გაეროს სანქცირებულთა სიაში მყოფი, "თალიბანის" ერთ-ერთი ლიდერი მოლა მოჰამედ ჰასან ახუნდი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი სირაჯუდინ ჰაყანი ჩაიბარებს.