ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მონსტრი დავამარცხეთ, როდესაც საბჭოთა კავშირი იყო და რა გახდა ამათი აყირავება, როცა დღეს საკმაოდ შესუსტებული აქვს ძირი, - თქვა პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს ძალიან დიდი მასშტაბი აქვს და იდიოტიზმი იქნება ამის არ გამოყენება.
„სააკაშვილის დაბრუნება სულ ცოტა ენერგეტიკას მოიტანს. ხომ ხედავთ, როგორ აიწია "თამასა". ის ძალიან სერიოზული მასშტაბის პოლიტიკოსია. მე ვამბობ ამას, რომელიც მისი მმართველობის დროს ოპოზიციაში ვიყავი და სწორადაც ვიყავი, ამ სამართლებრივი რეფორმების არარსებობის გამო.
რთულია რეფორმების გაკეთება, როცა ახალ სახელმწიფოში, ახალგაზრდა კაცი ხარ, ჩაბნელებული ქვეყანა ჩაიბარე და რუსეთის უშიშროება სტრუქტურებში შემოსულია.
სააკაშვილს ძალიან დიდი მასშტაბი აქვს და დიდი იდიოტიზმი იქნება ამის არ გამოყენება. თუმცა ვიმეორებ მათთვის, ვისაც შიში აქვს, - ნებისმიერი ნიჭიერი ადამიანი სრული ძალაუფლებით "მონსტრად" შეიძლება გადაიქცეს, ამ სასამართლო სისტემაში. ამიტომ არის მთელი დასავლეთი ამ ხელისუფლებას სთხოვს რეფორმას და ამ რეფორმას იმიტომ არ აკეთებენ, რომ არარეფორმირებული სასამართლო მათი დაცვაა, ცუდი სასამართლო მათ მიერ მოპარული მილიონების დაცვაა.
სრულიად გამორიცხულია არარეფორმირებულ სასამართლოს გაასამართლებინო რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი, როცა შენ რუსეთთან ომი გაქვს. ეს არის ისეთი ნონსენსი, რომ ასეთი შეცდომა ქართველებს არ უნდა მოგვივიდეს. სირცხვილია, რომ უკრაინამ არ დააჭერინა პრეზიდენტი, რომელსაც რუსეთი დევნის და შენ დააჭერინო პრეზიდენტი იმ ბრალდებებით, რომელიც პრაქტიკულად, მთელი ერთი წელი აქ იყო სააკაშვილი 2012 წლის შემდეგ.
არ მომხდარა მისი გასამართლება. ესეც დასაფიქრებელია, რატომ ვერ მოხდა, არ კი არა - ვერ. ახლა, ვერ გაბედავს, თუ ჩვენ დავდგებით ღირსეულად. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მონსტრი დავამარცხეთ, როდესაც საბჭოთა კავშირი იყო და რა გახდა ამათი აყირავება, როცა დღეს საკმაოდ შესუსტებული აქვს ძირი.
სააკაშვილი სრულიად მზად არის, რომ რეფორმირებული კოალიციური მთავრობით საქართველოში შემოვიდეს. მსოფლიოში ცნობილი პრეზიდენტი უნდა დაბრუნდეს სამშობლოში", - თქვა ჩარკვიანმა.