"ეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის რიგით 37-ე დაანონსებაა, რაც „ქართული ოცნებისთვის“ საფრთხეს არ წარმოადგენს", აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, ეს ადამიანი თავის თავს, თავის ქვეცნობიერს ყიდის.
"რამდენჯერაც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება მისი პარტია, იმდენჯერ აანონსებს ჩამოსვლას, მაგრამ ვერ ჩამოდის. თუ ჩამოვა, არ იქნება ცუდი, რადგან მართლმსაჯულება აღსრულდება და ციხეში მოპყრობის მისი ნაშენები და დანერგილი ტრადიციებისგან განსხვავებით, მას სხვანაირად მოეპყრობიან, რადგან დემოკრატია სხვანაირად მოითხოვს. ის იქნება პატიმარი, რომელსაც არავინ აწამებს, უფლებებს არავინ შეუზღუდავს, კარგ საკანში იჯდება და მიხვდება, განსხვავებას მის მმართველობასა და დემოკრატიულ მმართველობას შორის ამ საკითხზე განსხვავებას. ჩამოსვლის თაობაზე სააკაშვილის დაპირება „ქართულ ოცნებას“ ხმებს თუ არ მოუმატებს, არაფერს წაართმევს“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დააანონსა.