გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი მოსახლეობას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მთავრობას, რომელსაც "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" კანდიდატი, არმინ ლაშეტი ჩაუდგება სათავეში.
ანგელა მერკელის თქმით, არმინ ლაშეტი იქნება სტაბილური, ზომიერი და საიმედო მთვრობის ხელმძღვანელი, რომელიც ესოდენ ესაჭიროება გერმანიას.
არმინ ლაშეტი გერმანიის კანცლერის პოსტზე "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა" და ბავარიის "ქრისტიან-სოციალური კავშირის" კანდიდატია.
გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნები მიმდინარე წლის 26 სექტემბერს გაიმართება.
არჩევნების შემდეგ, ანგელა მერკელი პოლიტიკურ სარბიელს ჩამოშორდება.