საქართველოში ხელისუფლებაში მოსვლა ნამდვილად არ მსურს - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოში დაბრუნება სურს, რადგან ენატრება თავისი მიწა და არ შეუძლია ქვეყნის განადგურების ყურება.
"მე არავის დაშინება არ მინდა. ბუას რომ ქმნიან ჩემგან, მე ვარ ჩვეულებრივი, ორხელა, ორფეხა ადამიანი… არც ხელისუფლება არ მსურს ნამდვილად. ხელისუფლებაში მოსვლა არსად არ მსურს, საქართველოში ნამდვილად არ მსურს...მენატრება ჩემი მიწა, ჩემი ვენახი. იმიტომ, რომ არ მინდა 2 თვეში ერთხელ ვხედავდე დედაჩემს. არ შემიძლია ჩემი ქვეყნის განადგურების ყურება", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მან განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩამოვა საქართველოში.