თბილისი.25.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". ოპოზიციის აქტივისტს, ლევან გოგიჩაიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მეორე განსასჯელს, გიორგი ალხაზიშვილს, სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა და 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა. ამის შესახებ განცხადება საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლემ, ნინო სანდოძემ გააკეთა.
ადვოკატები განაჩენს უკანონოს უწოდებენ და მის გასაჩივრებას გეგმავენ. ბრალდების მხარე გოგიჩაიშვილისთვის 8 წლითა და ექვსი თვით პატიმრობის შეფარდებას, ალხაზიშვილისთვის კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით ჯუღელმა განიხილა.
გოგიჩაიშვილს მსჯავრი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში და ხულიგნობაში ედება. მას ბრალი ედება 2009 წლის ივნისში ირაკლი ბათიაშვილის შვილის, ირინა ბათიაშვილის დაბადების დღის შემდეგ მომხდარ ინციდენტში, როდესაც დავით ლეჟავა დაიჭრა.