მიზანმიმართული ტყუილი ვრცელდებოდა, თითქოს გიორგი გახარია იყო „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის პროექტი, - ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი და დადასტურდა კიდეც, როდესაც მან თბილისში თავისი კანდიდატურა დააყენა.
„ალბათ ის ადამიანები, ვინც კი გაურკვევლობაში იყვნენ, საეჭვოდ უყურებდნენ ამას, ფიქრობდნენ, მართლა ასე ხომ არ არის. მგონი, ყველასთვის ნათელია და შესაბამისად, ამიტომ იღებენ ალბათ ამ გადაწყვეტილებას, რომ ტოვებენ პარტიას“, – განაცხადა კახა კალაძემ.