„ივანიშვილის რეჟიმი ყველაზე დიდ საფრთხეს, სხვა საფრთხეებთან ერთად, რასაც გვიქმნის, ეს არის იმედგაცრუების ჩამოყალიბება საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა
“ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე, სამწუხაროდ, წარმოადგენს „ივანიშვილის მთავრობა. სანამ ეს სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის სახიფათო მთავრობა გვყავს, აქტიურობა საჭიროა მუდმივი პროდასავლური სპექტრის წარმომადგენლებისგან, რომ სანამ ამ მთავრობას შევცვლით, მანამდე ჩვენს პარტნიორებს ჰქონდეთ მკაფიო გზავნილი, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით გამოხატავს საზოგადოების უმრავლესობის პოზიციას, ანუ საზოგადოების არჩევანს, რომ იყოს თავისუფალი ქვეყანა, თავისუფალი სამყაროს, NATO-სა და ევროკავშირის წევრი. ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯები, რომელიც გვაშორებს ამ ამოცანას და თაობის შანსს, რომ ეს მისია შევასრულოთ, არ გამოხატავს ჩვენი ხალხის ნებას. ეს არის ამ წერილის მთავარი გზავნილი“, - თქვა ბოკერიამ.
ცნობისთვის პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა NATO-სა და ევროკავშირს ერთობლივი წერილით მიმართეს, სადაც აღნიშნეს რომ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა ქვეყნის სახიფათო ტრაექტორიას კიდევ უფრო აუარესებს.