შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო აბორტის ამკრძალავი აქტი, რომელიც ტეხასის შტატში დღეიდან ამოქმედდა.
ბაიდენის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია ყველაფერს იღონებს, რათა დაიცვას აბორტის უფლება, რომელიც უზენაესი სასამართლოს 1973 წლის გადაწყვეტილებით მიენიჭათ ქალებს.
"ეს რადიკალური კანონი ტეხასში უხეშად არღვევს კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც დაცულია უზენაესი სასამართლოს 1973 წლის გადაწყვეტილებით, რაც პრეცედენტად იყო აღაირებული თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში", - თქვა პრეზიდენტმა.
ბაიდენის განცხადებით, ტეხასის კანონი მნიშვნელოვნად ზღუდავს ქალების ხელმისაწვდომობას მათთვის საჭირო ჯანდაცვაზე, განსაკუთრებით ფერადკანიანი და დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფებისთვის.
"აღმაშფოთებელია ასევე ის ფაქტი, რომ კანონი საშუალებას აძლევს პირებს, უჩივლონ ყველას, ვისაც ჩათვლიან, რომ სხვა პირებს აბორტის გაკეთებაში დაეხმარნენ", - დასძინა ბაიდენმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია ერთგული რჩება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ბრძოლას სამართლებრივი გზებით გააგრძელებს.