აშშ-ის ტეხასის შტატში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც კრძალავს აბორტს ორსულობის დაწყებიდან ექვსი კვირის შემდეგ.
ტეხასი, რომელის ტერიტორიული სიდიდითა და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორეა შეერთებულ შტატებში, კონსერვატიულ შტატად ითვლება.
აბორტის საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია ამერიკულ საზოგადოებაში, რომელიც დღემდე რჩება დაყოფისა და დაპირისპირების საგნად, მემარცხენე და მემარჯვენე შეხედულებების მოქალაქეთა შორის.
კანონმდებლების განცხადებით, ექვსკვირიანი პერიოდი იმიტომ არის განსაზღვრული, რომ სწორედ ორსულობის დაწყებიდან ექვსი კვირის შემდეგ იწყებს ნაყოფი გულისცემას. ზოგიერთი სამედიცინო ორგანოს მტკიცებით, ეს მოსაზრება მცდარია.
კანონი, ორსულობის დაწყებიდან 6 კვირის შემდეგ, აბორტის ერთადერთ გამონაკლისს უშვებს, როდესაც ნაყოფი საფრთხეს უქმნის დედის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
ახალი კანონით დაუშვებელი იქნება ინცესტით ან გაუპატიურებით გამოწვეული ორსულობის შეწყვეტაც. ამასთან, კანონი კრძალავს აბორტის პროცესში ნებისმიერ პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართულობას, რისთვისაც 10 000-დოლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.
კანონს, რომელსაც "გულისცემის აქტს" უწოდებენ, ტეხასის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა, მიმდინარე წლის მაისში მოაწერა.
უფლებადამცველი ორგანიზაციები იუწყებიან, რომ ამ კანონის შეჩერების მოთხოვნით, უზენაეს სასამართლოს მიმართეს, თუმცა სასამართლომ თავი შეიკავა, რამაც გზა გაუხსნა კანონს, ძალაში შესულიყო.
მათივე განცხადებით, "გულისცემის აქტი" ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ 1973 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ქალებს აბორტის უფლება მიენიჭათ.