ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა და არა სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელების, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი გახდა შეუქცევადი, – ამის შესახებ შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კონსტიტუციაში ჩაწერეს და განაცხადეს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება არის ევროატლანტიკური ორიენტაცია.
„რაც შეეხება ჩვენს მისწრაფებას, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა და არა სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელების, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი გახდა შეუქცევადი. ჩვენ ეს ჩვენი ნებით, ჩვენი გადაწყვეტილებით კონსტიტუციაში ჩავწერეთ და ვთქვით, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება არის ევროატლანტიკური ორიენტაცია. სწორედ ჩვენი მთავრობის და ჩემი პრემიერობის დროს ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს ისტორიულ დოკუმენტს, ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებაც, ნორმალური პროცესია.“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში გაკეთებული განცხადებაც შეაფასა.
პრემიერის თქმით, სასამართლოში ძირეული რეფორმები განახორციელეს, თუმცა სრულყოფილად რეფორმების გატარებას დრო სჭირდება და პროცესი გრძელდება.