ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარს და "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა შეთანხმების პირობები მეორე ტრანშისთვის. ამის შესახებ კრამონმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
"ბოლო კვირებში და თვეებში საქართველოს მთავრობა სრულებით დაემშვიდობა რეფორმის დღის წესრიგს. უფრო და უფრო გამოიკვეთება ეს. საქართველოს მთავრობამ უბრალოდ არ დაიცვა სექტემბერში მიღწეული ხელშეკრულება - ეს იყო სასამართლო რეფორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც უკვე დასახელებული არიან ყველა ხელშეკრულების დარღვევით, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობამ. ეს არის ის წერტილი როცა უნდა ვთქვათ, რომ ძალიან გულდაწყვეტილი ვართ, ძალიან შოკირებული ვართ, რატომ იმოქმედა საქართველოს მთავრობამ ცალმხრივად?", - განაცხადა კრამონმა.
ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მიღებაზე უარის თქმის შესახებ, თავდაპირველად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დღეს კი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ მთავრობა უარს ამბობს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, რადგან ის არის სესხი და არა გრანტი, ხოლო ქვეყანას ამ დროისთვის სესხის აღების საჭიროება არ აქვს.
მოგვიანებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ჟულიენ კრამპმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო დახმარების მიღების პირობის საკმარისად შესრულება