ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ალარ კარისი აირჩია.
31 აგვისტოს გამართული კენჭისყრის მეორე ტურში ალარ კარისის კანდიდატურას 72-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტის კანდიდატურის დასამტკიცებლად 80-წევრიანი პარლამენტის 68 ხმა იყო საჭირო.
კენჭისყრის პირველი ტური ესტონეთის პარლამენტში 30 აგვისტოს გაიმართა. მაშინ კარისის კანდიდატურას 63 დეპუტატი მიემხრო, რაც არ იყო საკმარისი.
აღსანიშნავია, რომ ალარ კარისი ესტონეთის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
63 წლის ალარ კარისი პროფესიით ბიოლოგია. ის 2017 წლიდან ესტონეთის ეროვნული მუზეუმის დირექტორი იყო. ერთხანს იგი ტარტუს უნივერსიტეტის რექტორი იყო.
ესტონეთის მოქმედი პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის უფლებამოსილების ვადა 11 ოქტომბერს იწურება.