ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, მთავრობა ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებაზე უარს ამბობს.
"ევროპული სანქცია ამოქმედდა - საბიუჯეტო დახმარება 75 მილიონი ევროს ოდენობით არ გადმოირიცხება. ეს რომ პირდაპირ სანქციად რომ არ ყოფილიყო გამოცხადებული, მთავრობამ წინმსწრებად უარი თქვა მის მიღებაზე. ფული სექტემბერში უნდა ჩარიცხულიყო.
როცა უარს ამბობ უპროცენტო და მრავალი წლის შემდეგ დასაბრუნებელ სესხზე, მაშინ რატომ უნდა აიღო პროცენტიანი ფული? არა და ევროკავშირის 4 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება მომავალო ხუთი წლის განმავლობაში, სულ ახლახან იყო დაპირებული ევროკომისიის მიერ და ღარიბაშვილიც სიამაყოთ აცხადებდა ამაზე.
დაიკარგა 300 მილიონი ლარი მომდინარე წლის ბიუჯეტში და დაზიანდა ქვეყნის რეპუტაცია. ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას სხვა დონორების ქცევაზეც", - წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.