შეერთებული შტატების არმიამ დაასრულა ავღანეთიდან თავისი კონტიგენტის გაყვანა. განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის უფროსმა, ფრენკ მაკენზიმ.
ბოლო ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ქაბული გვიან ღამით დატოვა, რითაც ოფიციალურად დასრულდა 20-წლიანი სამხედრო მისია ავღანეთში.
ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი ბოლო ობიექტი იყო, რომელსაც აშშ აკონტროლებდა. ამიერიდან მასზე კონტროლს "თალიბანი" განახორციელებს, რომელმაც უკვე აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროების გასვლით, ავღანეთი საბოლოოდ გათავისუფლდა.
14 აგვისტოს შემდეგ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ქაბულიდან 122,000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.