16-დან 18 წლამდე მოქალაქეების ვაქცინაციაში ჩართვა საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება 12 წლის ზემოთ ბავშვთა ასაკის ვაქცინაციას, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მიდის მსჯელობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას დაელოდება.
ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო, მოგეხსენებათ, აშშ-ში, კანადაში უკვე მიმდინარეობს ამ ასაკიდან ვაქცინაცია „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინით. ბრიტანეთის მხრიდან ბოლო დღეებში იყო გავრცელებული რეკომენდაციები, სადაც მათ მიიჩნიეს, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ჯერჯერობით მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ ვაქცინაციას, თუ სარგებელი ცალსახად აღემატება რისკებს. შესაბამისად, ამ მიმართულებით ექსპერტების მსჯელობა მიმდინარეობს, ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ შესაძლებლობას და რა თქმა უნდა დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას“,- განაცხადა გაბუნიამ.