"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე "სტრატეგია აღმაშენებელს უერთდება, რომელიც ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე "მესამე ძალის" სახელით იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ "პირველი არხი" "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრ სერგო ჩიხლაძეზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ჩიხლაძე ამბობს, "მესამე ძალა" პირველ სექტემბერს დაასახელებს კანდიდატებს.
"მესამე ძალა" არის თავისუფალი, ღია პლატფორმა, რომელშიც გაერთიანდებიან, როგორც პოლიტიკური ძალები, ისე ცალკეული ინდივიდები, წარმატებული პროფესიონალები. ხვალ იქნება კამპანიის გახსნა, "მესამე ძალის" პრეზენტაცია. ჩვენ პირველი ნომრით წარვდგებით ამ არჩევნებზე, რომლის ნაწილიც იქნება "სტრატეგია აღმაშენებელი", ცალკეული ინდივიდები, მათ შორის იქნება ბატონი გრიგოლ ვაშაძეც. კანდიდატებს ჩვენ პირველ სექტემბერს დავასახელებთ, ხვალ ზოგადად "მესამე ძალის" წარდგენა იქნება", - განაცხადა ჩიხლაძემ.
ფოტო: არქივი