კარლოვი ვარის კინოფესტივალზე ევროპელი კრიტიკოსების პრიზი სოსო ბლიაძის ფილმს "ოთარის სიკვდილი" გადაეცა.
"იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმს "ოთარის სიკვდილი" კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსთა ჯილდო FEDEORA AWARD გადაეცა!", - იტყობინება საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.
ფილმი "ოთარის სიკვდილი" საკონკურსო სექციაში East of the West Competition აჩვენეს . იგი საქართველო-გერმანია-ლიეტუვას კოპროდუქციაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა 21 აგვისტოს.