ქაბულის აეროპორტთან მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 10 ამერიკელი საზღვაო ქვეითია. პენტაგონმა დაადასტურა ამერიკელ სამხედროთა გარდაცვალება, თუმცა რაოდენობა არ დაუზუსტებია.
აფეთქებების შედეგად დაშავდა სულ მცირე 140 ადამიანი.
ორი აფეთქება მოხდა დღეს ავღანეთის დედაქალაქში - ქაბულის აეროპორტთან და სასტუმრო Baron-თან, სადაც მედიის მონაცემებით, უცხოელები იმყოფებოდნენ, მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველი აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა მოახდინა, მეორედ კი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებასთან კავშირი აქვს "ისლამურ სახელმწიფოს".